რეზისტორი-მათი სქემატური აღნიშვნა და გარეგნული სახე
          
საიტის მენიუ


შესვლის ფორმა


ძებნა


სტატისტიკა

ახლა საიტზეა: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


თქვენ საიტზე შემოხვედით როგორც, სტუმარი · RSS 30.04.2024, 18:39

  რეზისტორი (ინგლ. resistor. ლათინური - resisto - ვეწინააღმდეგებიდან) —ქართულად წინაღობა.გერმანელმა ფიზიკოსმა გეორგ ომმა 1826 წელს დაადგინა რომ ელექტრულ წრედში ჩართული ლითონის მავთულის ბოლოებზე ძაბვის შეფარდება მასში გამავალ დენის ძალასთან მუდმივი რჩებოდა: U/I=const=R  (ანუ თუ ძაბვას 2-ჯერ გავზრდით დენიც 2-ჯერ იზრდება) ამ R სიდიდეს უწოდებენ გამტარის ელექტულ წინაღობას.მისი საზომი ერთეულია 1 ომი.გარდა ამისა ფართოდ გამოიყენება 1 კილოომი=1000 ომი და 1მეგაომი=1000 კილოომს.სქემებზე აღინიშნება R ასოთი:

 აქ R1-ის წინაღობაა 150 კომი,R2-ის 33 კილოომი. რეზისტორის წინაღობის სქემაზე აღნიშვნა ხორციელდება შემდეგნაირად: ომი სქემებზე არ იწერება,წერია მხოლოდ ციფრი ან ციფრი და E ან R  ასო.(მაგ. 51 ან 51E ან 51R). კილოომი აღინიშნება K ან Kom(მაგ. 47K). რეზისტორზე წინაღობა იწერება ციფრებით(მაგ.1K; 2,7K; 100K; 220E, 100E). ამრიგად-ელექტრულ სქემებში ათწილადის მძიმის ნაცვლად გამოიყენება შესაბამისი ასოები: E (ან R) ომებისთვის, K-კილოომებისთვის, M-მეგაომებისთვის.მაგ: წინაღობები 5,6 ომი; 68 კომი და 820 კომი ასე აღინიშნება-5E6, 68K , M82 .აი ფოტოც:


                                      
   
     არსებობს გარკვეული სტანდარტული წინაღობები,რაც განპირობებულია სიზუსტის კლასებით:რეზისტორის დამამზადებელი წარმოება უშვებს არა ყველა წინაღობის,არამედ სტანდარტულ რეზისტორებს.უფრო მეტად გავრცელებულია რეზისტორები,რომლებიც შეესაბამებიან  20%,10% და 5%-იან სიზუსტის კლასს.მაგ.სიზუსტის კლასი,რომელიც შეესაბამება 10% გადახრას,შეიცავს წინაღობათა შემდეგ სტანდარტებს-ომებში,კილოომებში და მეგაომებში:
   
1.0, 1.2, 1.8, 2.2, 2.7, 3.3, 3.9, 4.7, 5.6, 6.8, 8.2, 10, 12, 15, 18, 22, 27, 33, 39, 47, 56, 68, 82, 100, 120, 150, 180, 220, 270, 330, 390, 470, 560, 680, 820 - E, KOM, MOM.
    ან ხდება მათ ფერებით მარკირება:  თანამედროვე რეზისტორების მარკირება ხორციელდება ფერადი კოდით:

 

 ამ ფერებს შეესაბამება ციფრები:

         
 თუ მაგალითად გვაქვს ასეთი რეზისტორი:
 მაშინ ის მარტივად იშიფრება.პირველი და მეორე ზოლები აღნიშნავს ციფრებს,მესამე-მამრავლია,ხოლო მეოთხე გადახრა ნომინალიდან. 1-ზოლი(ყავისფერი) ნიშნავს 1-ს ,მე-2 ზოლი(შავი) 0-ს, მე-3 ზოლი
(ყავისფერი) Х1-ზე და მე-4 - ნომინალიდან გადახრა.ანუ ამ რეზისტორის წინაღობაა 100 ომი:
 
 როგორც ხედავთ ტესტერი გვიჩვენებს 97 ომს,ანუ ნომინალიდან გადახრა არის 3 ომი-3% (ისე კი დასაშვებია 5% ცდომილება).არსებობს კომპიუტერული პროგრამები, თუ მათში შევიყვანთ ზოლების ფერებს,პირდაპირ დაიწერება რეზისტორის წინაღობა:
     
   ამ პროგრამის სახელია Rezistor Calculator.გადმოსაწერად დააკლიკეთ: 

 

   ანალოგური,ოღონდ უფრო მრავალმხრივია შემდეგი პროგრამა-color and code

 

     

   გადმოსაწერად დააკლიკეთ:       

   როგორც ხედავთ ორივე პროგრამაში ამ რეზისტორის წინაღობაა 100 ომი.გარდა მუდმივი წინაღობასა არსებობს ცვლადი წინაღობის რეზისტორებიც. მათი გარეგნული სახე და აღნიშვნა მოცემულია შემდეგ სურათზე:

    

 და ბოლოს–ცხრილი,რომლითაც შესაძლებელია რეზისტორების ფერადი კოდირება: