ტრანზისტორი
          
საიტის მენიუ


შესვლის ფორმა


ძებნა


სტატისტიკა

ახლა საიტზეა: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


თქვენ საიტზე შემოხვედით როგორც, სტუმარი · RSS 30.04.2024, 22:48
 
   ტრანზისტორი-(ინგლ. transfer "გადატანა" და resistor "წინაღობა") – სამელექტროდიანი ნახევარგამტარი მოწყობილობა, რომელშიც ორ ელექტროდს შორის ძაბვა იმართება მესამე ელექტროდით.ეს ელექტრული წრედის აქტიური ელემენტია.სქემებზე აღინიშნება VT სიმბოლოთი:

                  

  ამ სამ ელექტროდს ქვია ემიტერი,კოლექტორი და ბაზა.სქემებზე აღინიშნება E,C,B. ტრანზისტორის გრაფიკული სახე ასეთია:

 
 
    პოლარობის მიხედვით განასხვავებენ ორი სახის ტრანზისტორებს: P-N-P და N-P-N სტრუქტურის.(ანუ პოზიტივი-ნეგატივი-პოზიტივი და პირიქით).რუსული ბიპოლარული ტრანზისტორების პირობითი აღნიშვნა ასე ხდება: 1 სიმბოლო არის ასო К-სილიციუმის ან Г-გერმანიუმის კრისტალი. მე-2 სიმბოლოა T-ასო,რაც ტრანზისტორს აღნიშნავს. შემდეგ მოდის 3 ან 4-ნიშნა რიცხვი რაც ახასიათებს ტრანზისტორის სიმძლავრესა და სიხშირეს. მაგ: КТ315Б, ГТ403. გარდა ასეთი აღნიშვნისა არსებობდა ძველი აღნიშვნაც მაგ.П210, П217 და ა.შ. ამ აღნიშვნით ემიტერ-კოლექტორ-ბაზის განლაგებას ვერ ვიგებთ.მისი გაგება შეიძლება ტესტერისა ან სპეციალური ტაბულების დახმარებით.
   რაც შეეხება საზღვარგარეთულ ტრანზისტორებს მათი აღნიშვნებიც მრავალია მაგ: S9014- ფილიპსის ფირმის n-p-n ტიპის სილიციუმის ტრანზისტორი.
  როგორ შევამოწმოთ ტრანზისტორი ტესტერის საშუალებით და გავიგოთ მისი პოლარობა და ,,ფეხების" განლაგება?  ტრანზისტორს სამი ფეხი აქვს-ემიტერი,ბაზა და კოლექტორი.ტესტერს ვრთავთ ომმეტრის რეჟიმში, ,,+'' შუპს ვადებთ ბაზას ''-''-ს ემიტერს,
,+'' ბაზას და ''-''-ს კოლექტორს.ვიმახსოვრებთ ჩვენებებს.ვცვლით პოლარობას,ვიმახსოვრებთ ჩვენებებს.დავხედოთ ფოტოს.აქ 6 პოზიციაა-სამი ფეხის ორი სხვადასხვა შესაძლო შეერთება
  ბაზას და
ემიტერს შორის წინაღობა მეტია ბაზასა და კოლექტორს შორის წინაღობაზე: 839>834.ამით ვგებულობთ სამივე გამომყვანს.ემიტერსა და კოლექტორს შორის წინაღობა ძალიან დიდია და მას ომმეტრის ეს რეჟიმი ვერ აფიქსირებს(5,6).ეს S9014 ტრანზისტორია: პირველი გამომყვანია ემიტერი.მეორე-ბაზა,მესამე-კოლექტორი: