სტრუქტურული სქემა: 220
ვ ცვლადი ძაბვა SA1 ჩამრთველისა და F1 მცველის გავლით უერთდება T1
ტრანსფორმატორს,საიდანაც გამოდის 17,5 ვ ცვლადი ძაბვა, ის იმართება
VD1-VD4 დიოდების მეშვეობით და სწორდება C1 კონდენსატორის საშუალებით.
ამის შემდეგ ძაბვა მიეწოდება კვანძს,რომელიც
შედგება R1 რეზისტორისა HL1 ნათურისაგან, (R1 რეზისტორად შეიძლება
გამოვიყენოთ არაგამტარ მასალაზე დახვეული მაღალი წინაღობის (მაგალითად
ელექტროქურის სპირალის) მავთული). HL1 ნათურად გამოიყენება 6 ვ ძაბვის
ნათურა.,,დატვირთვის" ამ კვანძის შემდეგ დენი მიეწოდება VT1-VT2 შედგენილ
ტრანზისტორს,საიდანაც გამომავალი სტაბილური ძაბვა,რაც მიიღწევა VD1
სტაბილიტრონის გამოყენებით,კლემებით გამოდის გარეთ.VT1ტრანზისტორად
გამოიყენება ნებისმიერი P-N-P სტრუქტურის მცირე სიმძლავრის,VT2 კი დიდი
სიმძლავრის რადიატორზე მოთავსებული ტრანზისტორი.C2 კონდენსატორი დამატებით
ახდენს ძაბვის გამართვას.